- ინტეგრიზმი
- (ტერმინი შემოიღეს რუსმა ისლამის მკვლევარმა და პოლიტოლოგმა ალექსანდრე იგნატენკომ და აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ჯანგირ არასლიმ). ინტეგრიზმის ქვეშ იგულისხმება სხვადასხვა რადიკალური ისლამური დაჯგუფებების წარმომადგენლების ექსტრემისტული პოზიციების დაფიქსირება, რომლებიც მოითხოვენ ისლამის ნორმების ინტეგრალურ და სრულ ხორცშესხმას რეალურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მათ უწოდებენ ინტეგრისტებს. ისლამურ ორიენტაციის პოლიტიკურ მოძრაობაში ისლამური ინტეგრიზმის ყველაზე გავრცელებულ ნაირსახეობას წარმოადგენს ვაჰაბიზმის დოქტრინა.Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
Georgian encyclopedia. 2013.